IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ეს მკვლელობა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, კერძოდ, ევოსმოს ტერიტორიაზე მოხდა. 18 წლის გოგონამ, დედის დახმარებით, საკუთარი მამა მოკლა.

დედა-შვილმა 49 წლის მამაკაცს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

თავდაპირველადვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლ-შვილმა მამაკაცი იმის გამო მოკლა, რომ ის მოძალადე იყო და ამას ახლა თავად 18 წლის გოგონაც ადასტურებს.

მისი თქმით, საკუთარი მამა მასზე 14 წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა, ხოლო დედის განცხადებით, მოძალადის საშინელი მოპყრობის შესაჩერებლად ერთადერთი გზა სწორედ მკვლელობა იყო. ამის გამო მოიქცნენ ისინი ასე.

49 წლის მამაკაცის ცხედარი მისმა მეორე, 22 წლის შვილმა იპოვა, მოგვიანებით კი დედა-შვილი დააკავეს.

 

წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება