Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

მარშალ პრესი 17/10/2022
288540743_1262731067801484_3149489551319417692_n

ქალაქ ოზურგეთში ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

„როგორც დაგპირდით, დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია, სადაც უნიკალური ეკოსისტემაა. მჯერა, ეს ადგილი ჩვენს ქალაქში ყველა თაობის ადამიანისთვის გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ლოკაცია დასვენებისა და განტვირთვისთვის,“- აღნიშნა მერმა.

არსებული ლანდშაფტის, მწვანე ნარგავების სრული დაცვითა და შენარჩუნებით, აქ მოეწყობა რეკრეაციული ზონები, გაკეთდება სასეირნო ბილიკები, განთავსდება დასასვენებელი სკამები და დამონტაჟდება ლამპიონები; პარკი სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

Continue Reading

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით. ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება
Next: როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025