ყვარელში, ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

343
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს, გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, – აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება