ზუგდიდში გახარიას პარტია პროპორციული სიის წევრმა დატოვა

208
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტია და პროპორციული სია გიორგი ჯოჯუამ დატოვა. შესაბამისი განცხადება ჯოჯუამ დღეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა და მისი კანდიდატურის სიიდან ამოღება ითხოვა.

დღეს გახარიას პარტია ასევე დატოვა ხობის აქტიურმა წევრმა და აგიტატორმა შორენა თოდუამ. გუშინ კი გახარიას პარტია საქართველოსთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მანამდე კი ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ და სალომე პაპავამ გიორგი გახარიას გუნდი დატოვეს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება