ყვარელში, ბანკში მძარცველის შეჭრასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

354
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყვარელში საქართველოს ბანკში მძარცველი შეიჭრა. განცხადებას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე
მობილიზებული არიან.

პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა,
მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე
ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ
ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო
და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან
უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება