რა საშინელი და საზარელი არსებაა სააკაშვილი – ლევან ლორთქიფანიძე

1276
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

“რა საშინელი და საზარელი არსებაა სააკაშვილი !!!
მეშვიდედ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვალო !!! კაცმაცუნი ექვსჯერ დაპირდა ადამიანებს ჩამოსვლას, არ შეასრულა და მეშვიდეჯერაც ბედავს იმავეს გამეორებას.

მაშასადამე, ნამუსის ნატამალიც არ აქვს, მის ნათქვამ სიტყვას გროშიც ფასიც არ აქვს. ეს არის სუბიექტი, რომელიც ხმაურისთვის, ყურადღებისთვის ყველაფერს იკადრებს !!! ისე როგორ უნდა გძულდეს შენი თანამებრძოლები, რომ სულ ატყუებდე და შეურაცხყოფდე, იმედს აძლევდე და იმავე წუთს სასოწარკვეთაში აგდებდე!

ოდესის გუბერნატორობაზე უარი რომ ეთქვა, დღემდე საქართველოს მოქალაქე იქნებოდა, უბრალოდ, კონტინენტებს შორის წანწალი გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ურცხვად აცხადებს, რომ მოქალაქეობა წაართვეს.

ეს არსება იმდენად ამბიციურია, რომ თავის თავზე თვითონ ამბობს: “მე შევქმენი თანამედროვე ქართული სახელმწიფო!”. დავით აღმაშენებელს და ილია ჭავჭავაძეს არ უთქვამთ საკუთარ თავზე ასეთი რაღაცები, ეს რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ, კიდევ რა ფიქრები უტრიალებს გონებაში!

სუბიექტი არაფერს ნანობს, მიაჩნია, რომ სისხლი უნდა დაღვრილიყო იუსტიციის სახლების, მერაბიშვილის პოლიციისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაქმნელად… უკრაინელებთან უკრაინელია, ქართველებთან ქართველი, ჩუვაშებთან ჩუვაში !!!  ამას როგორ ელოდებით, ხალხო ?!!

რა შემთხვევაში ჩამოვა ექს-პრეზიდენტი თბილისში?
ამ “უბედნიერესი მოვლენის” აღსასრულებლად ორი მოთხოვნა იქნება დასაკმაყოფილებელი:

1. სააკაშვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მას ვერ დააპატიმრებენ ან მოკლე ვადით, პროცედურების დასრულებამდე გამოკეტავენ საპატიმროში.

2. სააკაშვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ჩამოსვლა სიტუაციას უკიდურესად დაძაბავს და სახელმწიფო გადატრიალების უკანასკნელი აკორდი იქნება. ღმერთო დაიფარე ეს ქვეყანა!”- წერს ლევან ლორთქიფანიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება