სააკაშვილს როცა გადაწყვეტილი აქვს მოქმედება, “ორშაბათამდე” არ იცდის – თამარა ჩერგოლეიშვილი

617
წაკითხვა/ნახვა
mpn

1. სააკაშვილს როცა გადაწყვეტილი აქვს მოქმედება, “ორშაბათამდე” არ იცდის – განცხადების გასაკეთებლად.

2. როცა “ორშაბათამდე იცდის”, ვიღაცას აგოიმებს – ატყუებს, რომ რაღაც დასტყუოს.

3. ჩემი მყარად პრაგმატული სურვილია, რომ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ მისი ზიანის ძალა, მხოლოდ მის მოლოდინშია – ადგილზე მალევე გაქრება მითი როცა ყველა დაინახავს, რომ არაფერი შეუძლია – მთელი ზიანი გამოწვეულია იმით, რომ აქ არ არის და ილუზიას ქმნის, რომ აქ რომ იყოს, ჩვენზე მეტს შეძლებდა.
მაგრამ ჩემი სურვილი არაფერს ცვლის – მისი ნებაა რას იზამს.

4. ვისაც მისი უკონტროლო ძალაუფლების შიში გაქვთ, ხმა მიეცით ბოკერიას, ეგ ბოჭავს ყველაზე იოლად და ეფექტიანად.

5. 9 წელია მოცემულობაა, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მთავარი სიტუაციური მოკავშირეა – ეს ვიცით ყველამ, ვისაც თავში გრამი ტვინი გვაქვს.

ამიტომ მედიას ვთხოვ, ზიანის შემცირებაზე იმუშაოს და როცა ხედავენ, რომ სააკაშვილი ივანიშვილის მოკავშირეა, დღის წესრიგის შექმნაში ნუ ეხმარებიან და მის 137 -ე განცხადებას ჩამოსვლაზე, მთავარ თემად ნუ ხდიან”– წერს თამარა ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები
mpn
მოწონება