დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა

342
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია.

რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც.

როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

ინციდენტი დმანისში, გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება