ოზურგეთში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მე-2 ნომერი გიორგი ღურჯუმელიძეა

1210
წაკითხვა/ნახვა
mpn

ოზურგეთში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მე-2 ნომერი გიორგი ღურჯუმელიძეა. ის ადგილობრივ არჩევნებში ოზურგეთის საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს.

გიორგი ღურჯუმელიძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიით ეკონომისტია. ის წარმატებული საჯარო მოხელეა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2013-2017 წლებში იკავებდა გამგებლის მოადგილის პოზიციას, 2017 წლიდან ოზურგეთის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში. 2012 წლიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს წევრია და სხვადასხვა პერიოდში საოლქო ორგანიზაციაში იკავებდა საპასუხისმგებლო პოზიციებს. ამჟამად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი და გურიის მხარეში პარტიის რეგიონალური კოორდინატორია. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

კომენტარები
mpn
მოწონება