ყაზბეგში პარტია „საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დატოვა

167
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ყაზბეგის რაიონული ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. კერძოდ, პარტიული სიის მეორე ნომერმა, მზია ჩქარეულმა, მეცამეტე ნომერმა, თინა გუჯარიძემ და მეთექვსმეტე ნომერმა გიორგი ხულელიძემ.

სამივე მათგანმა უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება. მზია ჩქარეული იყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა კერესელიძის ყაზბეგის ბიუროს წევრი.

რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება