Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკში არსებულ შადრევანში დენმა დაარტყა, 55-ე სკოლაში გაკვეთილზე დილიდან არ გამოცხადდნენ, რის შესახებაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა – თამარ მახარაშვილი

მარშალ პრესი 13/10/2022
თამარ მახარაშვილი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკში არსებულ შადრევანში დენმა დაარტყა, სკოლაში დილიდანვე არ გამოცხადდნენ, რის შესახებაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა.

როგორც თამარ მახარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვალდებულება, რაც სკოლას ჰქონდა, შეასრულა.

„უდიდესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ყველა სიტყვა უძლურია იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც მოხდა. ეს კონკრეტული ბავშვები 55-ე სკოლაში გაკვეთილზე დილიდან არ გამოცხადნენ. რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელი ვალდებულია, როგორც კი მოსწავლე სკოლაში არ გამოცხადდება, მშობლებს აცნობოს. დამრიგებელმა რეგულაციის დაცვით, მშობლებს აცნობა, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდნენ.

ვალდებულება, რაც სკოლას აქვს, როდესაც ბავშვი საგაკვეთილო პროცესზე არ ცხადდება, დამრიგებელმა შეასრულა – შეატყობინა მშობლებს საერთო ჩატში და ისინი ინფორმირებულები იყვნენ“,- განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

Post navigation

Previous: საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – ალექსანდრე დარახველიძე
Next: ვაკის პარკში შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ – დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია – გიგა გიგაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.