მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

347
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობისა და რთული გარემო პირობების გამო, მაშველებს მწვერვალზე ქვეითად გადაადგილება უწევდათ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ცხედრები გადაასვენეს მესტიაში და ტარდება შესაბამისი პროცედურები.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება