Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის

მარშალ პრესი 13/10/2022
გიორგი ამილახვარი

დეპუტატი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს.

„მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს. მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს აზრი ახლა იმის ახსნას, თუ რა კონტექსტით გავაკეთე მე ეს განცხადება, დილით რომელიც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია, არა თუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში, ის განცხადება რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად, ახლა არ მგონია, ოჯახს იქით ვინმე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე, ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად, სულ სხვა კონტექსტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით და გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რა ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხისმგებლობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, პირველ რიგში ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის“,- ამბობს ამილახვარი.

დეპუტატმა პირველი შეფასება იმ დროს გააკეთა, როდესაც ფატალური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ იყო. ამილახვარი ამბობს, რომ მის მიერ კითხვის პასუხად გაკეთებული შეფასება მიუღებელია.

დეპუტატის თქმით, აზრი არ აქვს ახსნას თუ რა კონტექსტში გააკეთა განცხადება.

„ის განცხადება რა კონტექსტშიც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი ჩემთვისაც. კითხვაც ასე იყო დასმული და გაუცნობიერებელი პასუხი გავეციო“, – ამბობს დეპუტატი.

ცნობისთვის, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანს მეთვალყურე უნდა ჰყავდეს, რათა იმ ადგილზე არ მივიდეს, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ყველა დაისჯება – კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
Next: დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა – მიხეილ ჩხენკელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.