საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

216
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

მადლენ ოლბრაიტმა ირაკლი ღარიბაშვილს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარემ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლენ ოლბრაიტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ორგანიზაცის წარმომადგენელი აკვირდებოდეს, რათა არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არჩევნებამდე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი დამკვირვებლები ესტუმრებიან, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლიდერები და ყოფილი დიპლომატები.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება