ენტონი ბლინკენი: აშრაფ ღანი მარწმუნებდა, რომ „თალიბანის“ წინააღმდეგ სიკვდილამდე იბრძოლებდა

459
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მას განუცხადა, რომ „თალიბანის“ წინააღმდეგ სიკვდილამდე იბრძოლებდა.

ავღანური ტელეკომპანია TOLOnews-ის ჟურნალისტის კითხვას, დაეხმარა თუ არა აშშ პრეზიდენტ ღანის ქვეყნიდან გაქცევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უპასუხა:

ქვეყნიდან გაქცევამდე წინა ღამეს გამართულ საუბარში მან მითხრა, რომ სიკვდილამდე ბრძოლისთვის მზად იყო.

18 აგვისტოს ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ავღანეთის მოქალაქეებს განუცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და სისხლისღვრის თავიდან აცილება იყო.

„ქაბულში სისხლისღვრა არ მსურდა, როგორც ეს სირიასა და იემენში მოხდა. ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა და ქაბულის დატოვება. ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ და ეს ჩვენს ისტორიაში საშინელი კატასტროფა იქნებოდა. ღირსეული სიკვდილის არ მეშინია და ავღანეთის დამცირება ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ წასვლა მომიწია. ავღანეთიდან გამიყვანეს, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთის განადგურება“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება