შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ვინაობა ცნობილია

301
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ვინაობა ცნობილია. ის 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია.

ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა, რომელიც აცხადებს, რომ ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გაცნობია და არც მისი დაცვის ქვეშ არ შეხვედრია. შესაბამისად უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დღეს დააკავა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება