უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა მოსკოვის სუპერმარკეტიდან, სადაც ნათლად ჩანს ქართული წარმოების კოკა-კოლა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც კოკა-კოლა-ს მთავარმა წარმომადგენლობამ შეწყვიტა რუსული ბაზრის მომარაგება უკრაინაში ომის გამო.
გავრცელებული ვიდეოს ნამდვილობის დაჯერება არ სურთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კომპანიის საფარქვეშ არის და ფინანსდება. ჟურნალისტები, ტელეწამყვანები და ა.შ. ისინი ამბობენ, რომ რადგან ვიდეო “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებელმა კოკა მორგოშიამ გადაიღო, უნდობლობას უცხადებენ.
პროტესტი არ გამოუთქვამთ არც უკრაინის დამცველობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეულ აქტივისტებსაც, რომლებიც “კოკა-კოლა”-ს დაფინანსებით ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.
მცირე კომენტარი გააკეთა სოფო ჭყონიამ, რომელმაც თქვა, რომ კოკა-კოლის ბოთლი, რომელიც მორგოშიამ გადაიღო, თბილისიდან ჰქონდა წაღებული.
იხილეთ ვიდეო მოსკოვის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან:
