სომხეთის პრემიერი საქართველოშია

182
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება