„ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა – იაგო ხვიჩია

291
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოდის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, ამ თემაზე გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა. ე.ი. მისი ქვეყანაში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა. რომელიმეს ჰკითხავთ, შეიძლება, ზოგი მის ჩამოსვლას უშვებდეს. მთავარია, ფულს რისკავენ თუ არა ამ რწმენის შესაბამისად და ფულს არ რისკავენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება