Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Reuters: ნატოს ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება თითქმის აუცილებლად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს

მარშალ პრესი 12/10/2022
ნატო

ნატოს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება კონფლიქტის მსვლელობას შეცვლის და თითქმის აუცილებლად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს უკრაინის მოკავშირეებისა და პოტენციურად ნატოს მხრიდან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნატოს ოფიციალური პირის თქმით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის უპრეცედენტო შედეგებს მოიტანს.

„ამას [ბირთვული იარაღის გამოყენებას] თითქმის აუცილებლად მოჰყვება ფიზიკური პასუხი მრავალი მოკავშირისა და პოტენციურად ნატოს მხრიდან“, – აღნიშნა ნატოს მაღალჩინოსანმა.

11 ოქტომბერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე მინიშნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენის თქმით, მას არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
Next: შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლასთან ერთად პარლამენტი მუშაობს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლასა და განახლებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.