ხაზარაძის პარტია ახალციხეში ოთხმა წევრმა დატოვა

100
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაცია ოთხმა წევრმა დატოვა. ამასთანავე მათ მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს საარჩევნო რეგისტრაციიდან მათი კანდიდატურის გაუქმება. „ლელო საქართველოსთვის“ დატოვეს – გიორგი მაისურაძემ, გივი ივანიძემ, ზაურ მელიქიძემ და ხათუნა ნარიმანიშვილმა. ყველა მათგანი „ლელოს“ მხრიდან საკრებულოს პროპორციული სიის წევრები იყვნენ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება