Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

30 უკრაინელი ბავშვისთვის N93 ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა

მარშალ პრესი 12/10/2022
კახა კალაძე

სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას ორგანიზაცია Save the Children უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვასა და ბენეფიციართა კვებას უზრუნველყოფს.

„თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. იცით, რომ ჩვენ ამ პროგრამას მხარს ვუჭერთ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას მთლიანად უხელმძღვანელებს ორგანიზაცია Save the Children, რომელიც უკრაინელ აღმზრდელ-პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს მოიწვევს, დაიქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ., ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას და ბენეფიციართა ოთხჯერად კვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა კიდევ ერთხელ უსურვა.

Post navigation

Previous: ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
Next: ჯო ბაიდენის თქმით, მას არ სჯერა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.