Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქალბატონ ხიდაშელს პრობლემა ნაკლებად ადარდებს, რადგან გაბანკროტებული და გაუფასურებული პოლიტიკოსის კვალობაზე, მთლიანად გადაერთო რადიკალურ დღის წესრიგზე რომ ვინმემ მოუსმინოს

მარშალ პრესი 12/10/2022
ზურაბ ქადაგიძე

ყველაზე დიდი დანაშაული ის “სასარგებლო იდიოტობაა” რასაც თქვენი იდეოლოგიური რჯულის პოლიტიკოსები ჩადიან- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელის ფეისბუქ სტატუსს.

როგორც ქადაგიძე წერს, ფსევდო-ევროპული ღირებულებების შემოსაღებას ეროვნულ ინტერესებად რომ ცდილობენ ნეო-ლიბერალები, იმიტომაა ქართული ოპოზიციური სივრცე ყველაზე მოწყვლადი კრემლის პროპაგანდისთვის.

„დღეს ქალბატონ ხიდაშელს მოუცლია მოძრაობა “ხალხის ძალისთვის” და იმხელა წერილი გამოუქვეყნებია, რომ წაიკითხო დაიკარგები უთავბოლობაში…
ისე, შინაარსის გაგების პრობლემა თუ ჰქონდა ქალბატონ თინას არ ვიცოდი, რადგან წერილში აპელირებს, რომ თითქოს ვინმე აუფასურებს რაიმე დახმარებას და თავს ესხმის ამერიკას…
არადა მარტივადაა საკითხი-რამდენი დაიხარჯა დეტალურად საქართველოში და რატომაა რომ რადიკალი “NGO”-ები კოლოსალურ თანხებს იღებენ პოლიტიკურ საბოტაჟსა და დესტრუქციაში? რატომ არ ემიჯნება შტატების საელჩო ასეთ ძალებს? და ა.შ.

თუმცა, ქალბატონ ხიდაშელს პრობლემა ნაკლებად ადარდებს, რადგან გაბანკროტებული და გაუფასურებული პოლიტიკოსის კვალობაზე, მთლიანად გადაერთო რადიკალურ დღის წესრიგზე, რომ რამენაირად ტალღაზე იტივტივოს და ვინმემ მოუსმინოს…

არა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თქვენმა გემმა დიდი ხანია ჩაყვინთა ქალბატონო თინა და ისეთი “მოცურავეც” ვერ ხართ მდინარე მარტომ გადალახოთ…
და კიდევ ერთი- ყველაზე დიდი დანაშაული ის “სასარგებლო იდიოტობაა” რასაც თქვენი იდეოლოგიური რჯულის პოლიტიკოსები ჩადიან. ფსევდო-ევროპული ღირებულებების შემოსაღებას ეროვნულ ინტერესებად რომ ცდილობთ ეს ძაან ნეო-ლიბერალები იმიტომაა ქართული ოპოზიციური სივრცე ყველაზე მოწყვლადი კრემლის პროპაგანდისთვის…
მაგრამ მაგას თქვენ რომ მიხვდებით დიდი დრო გავა…“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: “ქართული ოცნება” ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას
Next: სწორედ შენნაირი ენჯეოშნიკები დაფინანსდნენ და ამის შემდეგ, ამ ფულით კარგად „ჩასუქებულებმა“ ქვეყნის და ეკლესიის წინააღმდეგ გააჩაღეთ დაუნდობელი ომი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.