სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში

338
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის საბაბიც კი არ დაუტოვეს არავის.

„რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს და რისკებს, თავის დროზე, გახსოვთ, 8 მარტის შეთანხმებაში იყო ასახული ეს პუნქტი, რომელიც უკავშირდებოდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იგივე სისტემით 2024 წლამდე. ასეთ შემთხვევაში, უნდა არჩეულიყო პარლამენტი 2024 წლის ჩათვლით, რაც შემდეგ აისახა კონსტიტუციურ დოკუმენტში და შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა 19 აპრილის შეთანხმებაში.

დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა, გითხრათ. ამ ოქმმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

თავის დროზე, იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად. იმაზე უკეთესად, ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება