Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 11/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.

მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა.

ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე, ხოლო სტუმართა მხრიდან: შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის პირველი მოადგილე მარტინ კანდინასი, მეორე მოადგილე ერიკ ნუსბაუმერი, ელჩი, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი, პოლიტიკური მრჩეველი სოფი ლაშა რორერი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: გია ცაგარეიშვილი: 2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა, აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს – მაშინ არავის რატომღაც ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინათ
Next: პროკურატურა: თელავში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ უმკაცრესი ღონისძიებების გატარების და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.