Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე გიგა ბოკერიაზე: თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია

მარშალ პრესი 11/10/2022
ზაალ ანჯაფარიძე1

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გიგა ბოკერიას მიერ ხელისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია, სამნიძე & Co მიერ დაწყებული რწყევის კამპანია.

მისი თქმით როდესაც ეს შემადგენლობა ცდილობს აკრძალოს მათთვის მწარედ მოსასმენი კითხვები, მეორე მხრივ კი აღარ იცის როგორ უქიცინოს კუდი მათ დასავლელ კურატორებს, ასე მსუყედ და თბილად რომ ინახავდნენ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი, აქ უკვე კითხვებიც აღარაა საჭირო.

„თუ რამე ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის პრინციპებს, და არის ანტიქართული, სწორედ ბოკერია, სამნიძე & Co მიერ დაწყებული რწყევის კამპანია. როდესაც ეს შემადგენლობა ავლენს ერთი მხრივ რეპრესიულ და ანტიდემოკრატიულ ბუნებას, რომ ცდილობს აკრძალოს მათთვის მწარედ მოსასმენი კითხვები, მეორე მხრივ კი აღარ იცის როგორ უქიცინოს კუდი მათ დასავლელ კურატორებს, ასე მსუყედ და თბილად რომ ინახავდნენ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი ,აქ უკვე კითხვებიც აღარაა საჭირო. კომუნისტური სისტემაც იმავეს შვებოდა, ტაბუ ჰქონდა დადებული მთელ რიგ საკითხებზე დროა ყველამ გაიაროს დემოკრატიის ლიკბეზი!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დავით უსუფაშვილი: ჩვენ ბიძინა ოლიგარქზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ მოვლენა ოლიგარქია, ისევე, როგორც კორუფცია, ქურდობა, ძალადობა უნდა ამოიძირკვოს
Next: გია ცაგარეიშვილი: 2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა, აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს – მაშინ არავის რატომღაც ივანიშვილი ოლიგარქად არ წარმოედგინათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.