ლენტეხში და კასპში გიორგი გახარიას პარტია დატოვეს

613
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი გახარიას პარტია ამჯერად კასპის საკრებულოს პროპორციული სიის მე-12 ნომერმა – ვახტანგ საჩალელმა დატოვა და ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა მოთხოვნით, პარტიის პროპორციული სიიდან მისი კანდიდატურის რეგისტრაცია გაუქმდეს.

ასევე, პარტია, ლენტეხში ერთი ოჯახის სამმა წევრმა დატოვა.

ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სიის მეოთხე ნომერმა, ლალი ტვილდიანმა მიმართა. ამასთანავე პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს მისმა მეუღლემ, ამირდონ ბაბლუანმა და შვილმა, ლაშა ბაბლუანმა. მათ ასევე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება