Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი გივი თარგამაძეზე: „ტვ პირველი“ რატომ იწვევთ ასეთ ხალხს ეთერში?! პოლიტიკურად დეგრადირებულების დრო არა და არ დასრულდა?!

მარშალ პრესი 11/10/2022
თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში გივი თარგამაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ „ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიებში მოხვედრა”.

როგორც მეგრელიშვილი წერს, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ საავადმყოფოშიც გივი თარგამაძე ის სანიტარია, რომელსაც პოლიტიკური სიბინძურე შიშველი ხელებით გამოაქვს და მერე ხელსაც არ იბანს.

„ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიებში მოხვედრა”- აცხადებს პროფესიით სანიტარი გიგი თარგამაძე რომელიც ქართულ პოლიტიკაში შემთხვევითობის პრინციპით მოხვდა.
დიახ, არ მოგესმათ, ახლა გადავხედე გივი თარგამაძის ბიოგრაფიას და ჰოი საოცრებავ სწორად არის იქ, სადაც არის…

1985-1987 წწ. მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- N 1 პოლიკლინიკის სანიტარი და 1990-1992 წწ. უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი ყოფილა (ყველა ღირსეულ სანიტარს პატივს ვცემ), მაგრამ ამ კაცს არა, არც ამ პროფესიაში და არც პოლიტიკაში.

მოკლედ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ საავადმყოფოშიც გივი თარგამაძე ის სანიტარია, რომელსაც პოლიტიკური სიბინძურე შიშველი ხელებით გამოაქვს და მერე ხელსაც არ იბანს. „ტვ პირველი“, რატომ იწვევთ ასეთ ხალხს ეთერში?! პოლიტიკურად დეგრადირებულების დრო არა და არ დასრულდა?!“- წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეზე: აი, ეს „სულთამხუთავი” რომ ოლიგარქობაზე და სანქციებზე ილაპარაკებს, მიწა არ უნდა გასკდეს? სფერო არ დატოვეს ამ ნაძირალამ და მისმა კომპანიონებმა სადაც წილები არ ჰქონოდათ…
Next: ნინო ფოჩხუა ბოკერიას განცხადებაზე: როგორ უნდა თქვა ანტიდასავლური ამ ხელისუფლებაზე, რომელიც პირნათლად ასრულებს რეკომენდაციას და რომ არა დესტრუქციული ოპოზიციის ძალისხმევა პირველი ვიქნებოდით, ვისაც კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025