IMG.GE IMG.GE

საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვას. მისი თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ  ეს ყველაფერი უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს.

პირველი, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. მეორე, საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტას არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია და მესამე. კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უმოკლეს ვადებში ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი უნდა მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება