IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე, ასევე პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის მართვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა, რაზეც სამინისტრო უკვე მუშაობს.

„იმუნიზაციის პროგრამები ფართოვდება და დღეს ჩვენ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ გრიპის იმუნიზაციის გაფართოებაზე და ასევე პნევმონიის იმუნიზაციის შემოტანაზე, რაც შექმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კორონავირუსის რისკები შემცირდეს იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსს დაემატება გრიპის ეპიდემია, დაემატება პნევმონიის შემთხვევები, მისი მართვა ბევრად უფრო გართულდება. ამდენად, მოსალოდნელი მეორე ტალღის მართვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროგრამების გამართვა და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება