Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აღშფოთებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს

მარშალ პრესი 10/10/2022
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„აღშფოთებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარულია ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები დარტყმების შედეგად დაშავებულებთანაა“, – წერს პაპუაშვილი.

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, განგაშის სიგნალი ისმის. დღეს დილით კიევის დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა. სარაკეტო იერიშები განხორციელდა უკრაინის სხვა ქალაქებზეც. აფეთქებების შესახებ იუწყებიან ლვოვში , დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, კრივოი-როგში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, სადაც მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

Post navigation

Previous: შარლ მიშელი: რუსეთის საზარელი თავდასხმები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთას ცხადყოფს
Next: თეა წულუკიანი: ქალებმა, განსაკუთრებით დედებმა, ვისაც მკვლელობით ემუქრებიან, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ყოველდღიურ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი დაცულად იგრძნონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.