Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანზე: როდესაც ქალბატონი ელჩი პასუხს არ სცემს ჩვენს კითხვებს ან თუ სცემს – ძალიან ბუნდოვანს, ეს ნიშნავს, რომ ის პატივს არ სცემს პარტნიორულ ურთიერთობებს

მარშალ პრესი 10/10/2022
გურამ მაჭარაშვილი

როდესაც ქალბატონი ელჩი პასუხს არ სცემს ჩვენს კითხვებს ან თუ სცემს ძალიან ბუნდოვანს, ეს ნიშნავს, რომ ის პატივს არ სცემს ამ პარტნიორულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ არასოდეს დაგვითვლია და მატერიალურ დონეზე არ დაგვიყვანია ის დიდი მისია, რასაც ჰქვია მაგალითად საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა, რომლებმაც ამ ყველაფერს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს. მაგრამ რადგან თავად ელჩმა მოინდომა ეს ყველაფერი მატერიალურ დონეზე დაეყვანა და დააყვედრა საქართველოს, რომ 30 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარი დახარჯეთ საქართველოშიო, აღმოჩნდა, რომ სწორ მათივე ოფიციალურ ვებგვერდებზე დაყრდნობით არა 6 მილიარდი, არამედ 3,5 მილიარდი იყო რეალურად საქართველოში ამ 30 წლის განმავლობაში გადმოგზავნილი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დღეს საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „ხალხის ძალა“ განცხადება გაავრცელა.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე მოსამართლე წიკლაურზე: სამარცხვინო განაჩენია როცა ხარ “ნაცების” თოჯინა. ასეთია ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ვასალი, მამუკა წიკლაური
Next: ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად არიან ოლიგარქები და განეკუთვნებიან ოლიგარქების წრეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.