ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, ისინი არიან ჩვენი ძმები და დაისჯება ყველა, ვინც კანონს დაარღვევს – ვახტანგ გომელაური

230
წაკითხვა/ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე და განაცხადა, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ ეს ეთნიკურ დაპირისპირებად წარმოაჩინონ, რაც ასე არ არის და დაუშვებელია.

მისი თქმით, პასუხს აგებს ყველა, ვინც დაარღვია კანონი

“ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, გუშინვე დავიწყეთ გამოძიება, სრული სიმკაცრით  დაისჯება ყველა, ვინც დაარღვია კანონი.

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ დაპირისპირების გადაყვანას ეთნიკურ დაპირისპირებაში. როგორც ეთნიკურა აზერბაიჯანელები, ასევე ქართველები, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ყველა არიან ჩვენი ძმები და ამ დაპირისპირებას არ დავუშვებთ პირველ რიგში”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები
მოწონება