რატომ იწვალა ოპოზიციამ და რატომ არ აღიარა ნიკა მელია ევროკავშირმა პოლიტპატიმრად

871
წაკითხვა/ნახვა
ა/ო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის განცხადებას ავრცელებს:
“თვითმარქვია პოლიტპატიმრები
ევროკავშირის ჩართულობა,მოგვარებულიყო საქართველოში,6 თვიანი პოლიტიკური კრიზისი მიუთითებს იმაზე,რომ საქართველო ევროპას სჭირდება ისევე,როგორც საქართველოს ევროპა.მედიატორების უზარმაზარი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ რათა დაერწმუნებინათ ოპოზიცია, შეეწყვიტათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობის მტკიცება( ვინაიდან ლეგიტიმაცია პარლამენტს სწორედ ევროპელმა დამკვირვებლებმა შესძინეს).ასევე შეეწყვიტათ საპარლამენტო საქმიანობის საბოტირება, ხელოვნურად გამოწვეული, ყოველდღიური ფიზიკური დაპირისპირებები პოლიციელებთან და ხელისუფლების დამხობის რევოლუციური სცენარი,რომელიც მედიატორებისავე თქმით მხოლიდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა.ამის საპასუხოდ ოპოზიცია მოითხოვდა რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნის შესრულებას, რომელთა შორის 2 პატიმრის გათავისუფლება იყო რომელთაგან,არც ერთი,არც ერთ საერთაშორისი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციას პოლიტიკურ პატიმრად არ უღიარებია.
ევროპელი მედიატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ არსებული კრიზისის გადაჭრას, რის გამოც რურუა-მელიას ქეისებს დაარქვეს „პოლიტიკურად აღქმული საქმეები“. მათ გულწრფელად უკვირდათ თითიდან გამოწოვილი მელიას პოზიცია – „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ!“ „ვინც ჩემს ნაცვლად გირაოს გადაიხდის, მას ჩემს მტრად შევრაცხავ!“ „არც ამნისტიით გათავისულებაზე ვარ თანახმა!“ და ა. შ. ბოლოს იქმდეც კი მივიდა ევროკავშირი, რომ გირაოს გადამხდელი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი შესთავაზა, გაჯიუტებულმა მელიამ თავდაპირველად ამაზეც უარი განაცხადა, თუმცაღა მალევე დასთანხმდა,როდესაც საკითხი დადგა ისე, რომ რამდენიმე დღეში ან კვირაში მას ამნისტიით მაინც მოუწევდა ციხის დატოვება. თანაპარტიელებმა ის დაარწმუნეს, რომ ამას ისევ ევროკავშირის გირაოზე დათანხმება ჯობდა, რადგან შეეცდებოდნენ ეს ფაქტი ისე შეეფუთათ, თითქოს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა მის პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავდა და არა უკანდახევას. დაიწყეს პარტიულმა ტელევიზიებმაც შეფუთვის კამპანია…
სინამდვილეში ევროკავშირს, „ამნესტი ინტერნეიშენელს“ და სხვა ცნობილ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებსარ უჭირთ ვინმესთვის პოლიტპატიმრის სტატუსის ღიად მინიჭება, თუ ამის საფუძვლები გააჩნიათ. მაგალითად, 2003 წელს ასზე მეტი აზერბაიჯანელი პოლიტპატიმარი და პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული გაათავისუფლა პრეზიდენტმა ალიევმა მას შემდეგ, რაც მათ საერთაშორისო ორგანიზაციებმა პირდაპირ და არაორაზროვნად მიანიჭეს ეს სტატუსი.
ჩვენთან კი პოლიტიკური ორგანიზაციები და მათ ფილიალებად ქცეული ზოგიერთი ენჯეო ისე წაღმა-უკუღმა არიგებენ პოლიტიკური პატიმრების სტატუსებს და თანაც ბევრი კომპრომეტირებული პირის მიმართ, რომ ამით ერთის მხრივ ახდენენ ამ სტატუსის დევალვაციას, ხოლო მეორე მხრივ ევროსტრუქტრურების დისკრედიტაციას. თვითმარქვია პოლიტპატიმრებს (ახალაია-მერაბიშვილი-უგულავა-ოქრუაშბილი-მელია-რურუა-ილიჩოვა-მელაშვილი-გვარამია-ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვები) აღიარებულ პოლიტპატიმრებად ან პოლიტდევნილებად ასაღებენ.
ა/ო ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის: ნანა კაკაბაძე-უფლებადამცველი (დისიდენტი-პოლიტპატიმარი) გელე ნიკოლაიშვილი-ადვოკატი (დისიდენტი-პოლიტპატიმარი) ტარიელ ღვინიაშვილი-უფლებადამცველი(დისიდენტი-პოლიტპატიმარი) თემურ ლომაია-უფლებადამცველი.” – ნათქვამია განცხადებაში
კომენტარები
გაზიარება