520 მილიონი ლარი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისთვის უპრეცედენტოა, აღარაფერს ვამბობ, რომ ნამდვილად ისტორიული მაქსიმუმია. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ ხედვის ფარგლებში უკვე 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობას მოგვცემს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად 201 მდებარეობაში ხორციელდება წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები.
„მთლიანობაში ამ ეტაპზე ჩვენ 201 მდებარეობაში ვახორციელებთ წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს, რის ფარგლებშიც დაახლოებით 600 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. რა თქმა უნდა, აღნიშნული გაგრძელდება და მთლიანობაში, ჩვენი გეგმის შესაბამისად 2030 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გვექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ეს არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ისეთი მდებარეობებისთვის, სადაც მანამდე არასდროს ცენტრალიზებული, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უზრუნველყოფას. ამავდროულად, ეს არის ის პოპულარული მდებარეობები და ასევე ახალი მდებარეობები, რომელთაც ახალი განვითარების შესაძლებლობები ექნება იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის პირობებში, რომელიც უკავშირდება როგორც საგზაო, ასევე წყალმომარეგებისა და წყალარინების, ენერგო და მრავალ სხვა მიმართულებას. ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა იმისთვის, რომ უკვე ახალი ტურისტულად აქტიური მდებარეობები შეემატოს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და...