Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, გაერთიანდნენ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ

მარშალ პრესი 10/10/2022
რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე, ევროკავშირმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად.

„ვფიქრობ, ყველა ქვეყანას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. ის, რაც დღეს ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ რუსეთი გააგრძელებს შემდგომ ესკალაციას. როგორ ვუპასუხოთ? თუ ჩვენი პასუხი ესკალაციის პროპორციული არ იქნება, მაშინ ჩვენ კვლავ დავინახავთ, რომ ის უფრო მეტ ადამიანს კლავს“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, გაერთიანდნენ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ, კონკრეტულად კი ტანკები, რომელიც უკრაინელებმა მოითხოვეს.

„უკრაინა ტანკებს ითხოვს და ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა კოორდინირება გაუწიოს იმას, რასაც ის უკრაინას აძლევს. მე ვიცი, რომ მაღალი დონის წარმომადგენლები მუშაობენ ამაზე. მე ვიცი, რომ სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილი: იმედი გვაქვს, რომ Bloomberg-ის კვლევაში მოცემული წინასწარი მონაცემები რეალურ საინვესტიციო პროექტებად იქცევა
Next: ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საქართველოს შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით ეკონომიკური დიპლომატიის გზით ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.