ნაც.მოძრაობა კიდევ ორმა წევრმა დატოვა

588
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა წალენჯიხასა და ახალქალაქში პარტიის რიგები დატოვეს და არჩევნებიდან მათი კანდიდატურები მოხსნეს. კერძოდ ,,ენმ”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (სოფლები ჭალე-მუჟავა), დავით ხასაიამ უკვე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. მან ასევე დატოვა პარტიის რიგები. გარდა ამისა, “ენმ”-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პროპორციული სიის #13-ე ნომერმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვალიკო ქოჩოიანმა დატოვა პროპორციული სია და პარტია.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება