მინდა, ახალი წელი მივულოცო ებრაელ ხალხს – პრემიერი

140
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.

„მინდა ახალი წელი, როშ ჰაშანა მივულოცო ებრაელ ხალხს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს, მშვიდობა და წინსვლა – ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია და მუდამ მხარში გვიდგას.

ჩვენს ერებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყოველთვის. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება