Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია დაიწყო

მარშალ პრესი 10/10/2022
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია დაიწყო. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ასაფრენი დასაფრენი ზოლის გეგმიური სარემონტო სამუშაოების განხორციელება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ვასილ კუნჭულიას ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება საფუძვლის გამაგრების და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ასფალტის საფარის გადაგების სამუშაოები.

დავიწყეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც წლიური გეგმის მიხედვით ხორციელდება და აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით მოხდება კონსტრუქციის გამაგრება. ქუთაისის აეროპორტის განვითარება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ გრძელვადიან გეგმაში, იმისთვის, რომ აეროპორტმა შეძლოს უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღება და ოპერირება უფრო მოქნილი გახდეს, საჭირო გახდება ახალი 3 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრები ზოლის მშენებლობა,-” განაცხადა ვასილ კუნჭულია.

რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ბლექ სი ახორციელებს.

„სამუშოები ხორციელდება 14 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში. ნალექიანი დღის მიუხედავად, დღესაც ვმუშაობთ და ამ წუთებში ვახორციელებთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟს. რეალურად არსებული ადეზე გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სამხედრო დანიშნულების იყო. მოგვიანებით, 2012 წელს მოხდა ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია. თუმცა, რეისებისა და ტურიზმის ტრაფიკის ზრდასთან ერთად საჭირო გახადა მიმდინარე გეგმური სარემონტო სამუშაოების აუცილებლობა“, – განაცხადა ბლექ სი გრუპის გენერალურმა დირექტორმა ამირან მამუჭაძემ.

რეაბილიტაციის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება

Post navigation

Previous: გიორგი ანთაძე: რუსეთის წაგების კონტურები უკვე საკმაო ხანია გამოკვეთილია – დღევანდელ პირობებში, ერთადერთი გონივრული პოლიტიკაა, ჩვენი ინტერესების დაცვით, მაქსიმალურად ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა
Next: მაკრონმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმები დაგმო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.