ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართულ პოლიტიკაში, კარგად მივიწყებული ღირსების გრძნობა დააბრუნა, როცა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარი კი არა – ქართველი ხალხია მისი უფროსი

860
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართული ოცნების დიდი გუნდის გამოკვეთილი ლიდერია. მან ქართულ პოლიტიკაში კარგად მივიწყებული ღირსების გრძნობა დააბრუნა, როცა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარი კი არა ქართველი ხალხია მისი უფროსი. ის უკომპრომისოა “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ და ყველაფერს თავის სახელს არქმევს.’’ ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილს. მისი შეფასებით, ღარიბაშვილი სწორად აფასებს ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს და სწორედ ამის მიზეზია, რომ ღარიბაშვილს მუდმივად თავს ესხმიან და მის ქმედებებს მათდამი სიძულვილად წარმოაჩენენ. ,,მათ დესტრუქციასა და უნიჭო პერფორმანსებს პოლიტიკურ საცერში ატარებს და მათი პირდაპირი მხილებით, ფაქტია, არ იღლება. მეორე მხარეს, პოლიტიკოსებსა თუ პოლიტტელევიზიებს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ მხილება და მის სიმართლეს მათდამი სიძულვილად წარმოაჩენენ, მაგრამ თეთრსა და შავს შორის მკვეთრი განსხვავება შეუმჩნეველი არასოდეს რჩება. მარტივი როლი და გამოსავალია ამტკიცო, რომ გჩაგრავენ, “სერვერი” დაგიღუპეს, გდევნიან, გისმენენ, ასე გულამოსკვნილი, მაღალ რეგისტრში. დაყენებული მანერითა და შეშფოთებული სახით კი დააჯერებ ვინმეს რამეს. თანაც მიხეილ სააკაშვილი მორიგ ლაივს ჰპირდება. მერე რა, რომ ისევ ხელს დაუქნევს და ეტყვის: გინდათ ჩამოვიდე?! ხელი გაანძრიეთ ( რევოლუცია მოაწყვეთ, მე სარფს მოვუახლოვდები და მერე ხელში ატატებული მატარეთ თბილისამდე) და ჩამოვალ. ერთი დიდი სატირაა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ” დავლური. მართალია, “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ბოროტებას მოწყურებული ძალა, პოლიტიკურად წლებია ტურბულენტურ ზონაშია, მაგრამ ახლა პრემიერის მხრიდან მათ მუდმივ მხილებას დასასრული არ უჩანს და ვატყობ შეეწირება შიზოფრენიამდე მისული მიშა და “ნაციონალური მოძრაობა” ეს, შავი ხმაურის სისხლიანი ძალა.’’ – წერს facebook – ზე თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება