Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეები“ გეგმავს პარლამენტს წარუდგინოს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებს შეამცირებს

მარშალ პრესი 10/10/2022
ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეები“ გეგმავს პარლამენტს წარუდგინოს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევებს შეამცირებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ინიციატივის მეორე პაკეტის წარდგენის გადაწყვეტილება საპარლამენტო ჯგუფმა მას შემდეგ მიიღო, რაც ,,მოქალაქეების“ მიერ ინიცირებულმა წინა ცვლილებამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. ოფიციალური სტატისტიკით, გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევები 2 600-დან 772-მდე შემცირდა. დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ ადმინისტრაციული პატიმრობა 772-მა ადამიანმა მოიხადა.

„გასულ კვირას მანქანა გაჩერებაზე მდგომ ორ ბავშვს დაეჯახა, საბედნიეროდ მოზრდები გადარჩნენ, მაგრამ ეს პრობლემა დღეს ჩვენს ქვეყანაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით, 450 ადამიანი გვეღუპება ყოველწლიურად გზებზე და დაახლოებით, 7 000 ადამიანი სახიჩრდება. გასული წლის 7 ნოემბერს ძალაში შევიდა კანონში ცვლილებები, რომელიც მე და ალეკო ელისაშვილმა დავაინიცირეთ და რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა განმეორების შემთხვევაში გახდა დასჯადი ადმინისტრაციული პატიმრობით. დაახლოებით, 800-მა ადამიანმა მოიხადა ადმინისტრაციული პატიმრობა და ამ ცვლილებამ გამოიღო კონკრეტული შედეგი. მანამდე თუ იყო სტატისტიკა, რომ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის 2 600-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამ ცვლილებების შემდეგ ეს ციფრი 770 შემთხვევამდე ჩამოვიდა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, რადგან საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გზებზე ადამიანების გარდაცვალებით. ევროპაში 1 მილიონ მოსახლეზე საშუალოდ, 50 ადამიანი იღუპება, საქართველოში კი ეს ციფრი 3-ჯერ მეტია, ზოგჯერ კი 150-ც აჭარბებს. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი. გვაქვს იდეები, რომელიც უნდა დავაინიციროთ პარლამენტში, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ამ სტატისტიკას. მაგრამ კანონი როგორც არ უნდა გავამკაცროთ, მთავარი მაინც ვართ ჩვენ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ძალიან დიდი დანაშაულია. ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენს სიცოცხლესაც და გაუფრთხილდეთ სხვების სიცოცხლესაც, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და ხშირ შემთხვევაში ნასვამი მძღოლების უპასუხისმგებლო ქცევას ეწირებიან“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

Post navigation

Previous: საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს
Next: ადეიშვილის ხელისბიჭის, მამუკა წიკლაურის გამაოგნებელი გადაწყვეტილების შემდეგ 1 კვირაში, მის მიერ გათავისუფლებულმა მოძალადემ ქალი იმსხვერპლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.