Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაცმოძრაობა“ დამთავრებულია, ამას მე კი არა თვითონაც ფიქრობენ, დაჭამეს ერთმანეთი

მარშალ პრესი 10/10/2022
ხაინდრავა

„ნაცმოძრაობა“ დამთავრებულია, ამას მე კი არა თვითონაც ფიქრობენ, დაჭამეს ერთმანეთი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ძალა, რომლის უკანაც დგას ყაჩაღი კეზერაშვილი. მე რომ ვამბობ, რომ დეგრადაცია ხდება ამ ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტის რატომ ვამბობ ამას, იმათმა ხომ ყველამ იციან ვინ დგას ამ ვითომ თავისუფალი მედიების უკან. ლონდონში ცხოვრობს კეზერაშვილი და რა პირობებში ცხოვრობს, საიდან? კაცი, რომელიც ერთი დღე არ ყოფილა ბიზნესში, არავინ მის გარშემო. მე მაგას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. მოვიდა ვანო მერაბიშვილის შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციიდან. მერე გახდა თავდაცვის მინისტრი და 6 თვეში აღმოჩნდა, რომ არის მილიარდერი. მილიარდ ორასი მილიონი ოფშორულ ზონებში. აი ეს ყაჩაღი არის დღეს ძირითადი დამფინანსებელი ვითომ პოლიტიკური პარტიების. კეზერაშვილს ამ ფულის ხარჯვას არავინ ეკითხება. ლონდონში რომ არის, ამაზეც მადლობა უნდა თქვას. მას ამოქმედებს ის, ვინც მას აცადა ამ ფულის შოვნა, გაიყვანა იქ, სადაც არის და ეს ფული დაუტოვა. ყველაზე კარგი ფიგურა, ვის გარშემოც ამის გაკეთება შეიძლებოდა, იყო კეზერაშვილი იმიტომ, რომ ისრაელის მოქალაქეა. ისრაელი ისე იცავს თავის მოქალაქეებს, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა. ის გაიყვანეს და ფულიც მასთან ერთად. ის არაფერს წყვეტს, ის ჭანჭიკია და ყველაფერს წყვეტენ ისინი, ვინც ამათ იცავენ კბილებით და არანორმალური თანხებით აფინანსებენ ვითომ არასამთავრობოებს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

Post navigation

Previous: საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
Next: საქართველოს რკინიგზა 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.