კიევის ცენტრში დღეს დილით რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში – დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკზე, სლავიანსკზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, ლვოვსა და ოდესაზეც.
