Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „ღვინის დღეების“ გახსნას დაესწრო

მარშალ პრესი 09/10/2022
ღვინის დღეების

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, ფესტივალ „ღვინის დღეების“ გახსნას დაესწრო.

„ღვინის დღეების“ ფარგლებში თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, სადაც შესაძლებელი იყო ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, ღვინით ხატვისა და კერამიკის მოხატვის მასტერკლასები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ექსკურსიები თელავის მარნებში. ასევე გაიმართა ინტერაქტიური გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.

ფესტივალ ღვინის დღეების პირველი დღე თელავში დასკვნითი გალა-კონცერტით დასრულდება.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: Credit Suisse -თან დაკავშირებით შანტაჟის მაგვარი პროცესები მიმდინარეობდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ
Next: პრემიერი: უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა, ქვეყნის განვითარება, მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.