IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ბოლტონის მემუარებში მოყვანილი ცნობები, რომელიც მედიამ გაავრცელა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

ჯონ ბოლტონის წიგნის „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ გაყიდვები 23 ივნისს დაიწყება, მანამდე კი, მემუარების ნაწყვეტები ამერიკულმა მედიამ გაავრცელა, სადაც ბოლტონი ამტკიცებს, რომ „ტრამპი პოლიტიკურ ოპონენტებზე კომპრომატების მისაღებად უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა“. ასევე „ხელახლა არჩევაში დახმარებას ჩინეთის ლიდერს სთხოვდა“ და „რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით უკმაყოფილო იყო“.

საპასუხოდ ტრამპმა, „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ „რუსეთი და ჩინეთის მიმართ ისეთი მკაცრი პოზიცია როგორც მას აქვს, ჯერ არავის ჰქონია“.

„უოლ სტიტ ჯოურნალთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ყოფილ მრჩეველს „მატყუარა“ უწოდა, რომელიც „თეთრ სახლში ყველას ეზიზღებოდა“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობდა ჯონ ბოლტონის წიგნის დაბეჭდვა დაებლოკა. 16 ივნისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვაშინგტონის სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბოლტონი შრომითი ხელშეკრულების პირობების აშკარა დარღვევაში დაადანაშაულა. იუსტიციის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ტრამპის ყოფილი მრჩეველის წიგნის პუბლიკაცია „აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრება“.

ჯონ ბოლტონი ტრამპის მრჩეველის თანამდებობას ექვსი თვე იკავებდა და 2019 წლის სექტემბერში დაითხოვეს სამსახურიდან. ამის მიზეზად ბოლტონსა და აშშ-ის პრეზიდენტის უთანხმოება დასახელდა.

 

წყარო: „პირველი არხი“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება