Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: სტალინი და ვიშინსკი ვერ ბედავდნენ კანონის პერსონალიზაციას და ახლა, 21-ე საუკუნეში ადამიანებს უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწეროს კანონში

მარშალ პრესი 09/10/2022
გია ცაგარეიშვილი

სტალინი და ვიშინსკი 30-იან წლებში, როცა ხალხს მასობრივად ხოცავდნენ და აწამებდნენ ვერ ბედავდნენ კანონის პერსონალიზაციას. და ახლა, 21-ე საუკუნეში ადამიანებს უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწეროს კანონში. ხვდებით, სადამდეა ხალხი მისული? – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს იმასაც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამოაზრეებთან ერთად, მთავარი დამფინანსებლის დაკარგვის ეშინია, რადგან ოლიგარქები აფინანსებენ მათ და მთავარი მათ შორის დავით კეზერაშვილია.

„მიხვდნენ, რომ საფრთხე შეექმნებოდა მათ ერთადერთ დამფინანსებელს და შემოჰკრეს განგაშის ზარი. ეს ბატონ კეზერაშვილს შეეხება, რომელიც, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ დამფინანსებლად გადაიქცა და იაფ ფასად, ე.წ. „სეილზე“ ჩაიგდო [ხელში] „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ ხელისშემშლელი ფაქტორი ქვეყნის მშენებლობისა თუ საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზაზე გზაზე
Next: დავით ხიდაშელი: რამდენადმე კაცია გამოსული, რომელიც ჩემს მიმართ რაღაც ბრალდებებს აჟღერებს, მე მგონია, რომ საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ძირითადი თემებიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.