Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთში ღვინის ფესტივალი გაიმართა

მარშალ პრესი 09/10/2022
ოზურგეთის მერია

პრემიერ მინისტრის ინიციატივით, დღეს ოზურგეთში ღვინის ფესტივალი – „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ღვინის დღეების“ ფარგლებში სამკუთხა სკვერში დაიწურა ყურძენი; მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ღია კაფეტერია; ქართული სუფრა და ფოლკლორი. ჩატარდა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის – წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია და პოპულარიზაცია გაუწიონ გურულ ღვინოს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და ადგილობრივ მეწარმეებს ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!“, – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა.

Post navigation

Previous: გოგა ხაინდრავა: ათწლეულების მანძილზე, პირველად ვიგრძენი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია
Next: პრემიერ-მინისტრი მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარს უცხადებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.