ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი გავეერთობით ძალიან კარგად კურდღელია, ლაჩარია, მშიშარა კაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

602
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი. გავეერთობით ძალიან კარგად, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის „ნებისმიერი პროვოკაცია“ მისთვის ღიმილისმომგვრელია.

„მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში, სხვათა შორის. აი ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ. კაცი, რომელმაც გვაჩვენა ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს – ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მიაგდო ყველა და მიწაზე იფორთხიალა. გახსოვს მერე ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე რომ მისი ნებისმიერი მორიგი სულელური პროვოკაცია მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩვენში. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. რატომ ვერ ჩამოდის? 9 წელი გავიდა. იმიტომ რომ კურდღელია, ლაჩარია, მშიშარა კაცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება