Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 06/04/2022
05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრ პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას.

ასევე, განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს შვედეთის სამეფოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისა და ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერას.

პეტერ ჰულთქვისტმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა შვედეთის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

Continue Reading

Previous: სარაჯიშვილის გამზირზე, შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
Next: შალვა პაპუაშვილი: მადლობა ალენ სიმონიანს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გულთბილი მასპინძლობისთვის, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენსა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების შემდგომი გაგრძელება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025