Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: კორონაცების შტამმა „კრიტიკულმა მედიამ“ დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათ ფეიკებზე და შტამი „კრიტიკული მედიის ბოღმა“ აღარ მოქმედებს

მარშალ პრესი 08/10/2022
გია გაბრიჭიძე

კორონაცების შტამმა „კრიტიკულმა მედიამ“ დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და როგორც ამ შტამს ახასიათებს ფაქტობრივად მკურნალობას არ ექვემდებარება- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ.

მისი თქმით ისინი ცდილობენ დააზიანონ ჯანსაღი ორგანიზმი და გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათს ფეიკებზე და შტამი „კრიტიკული მედიის ბოღმა“ აღარ მოქმედებს.

„ამონარიდები ფონდ „ქართუს“ განცხადებიდან – ბოლო დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ყალბი და უშინაარსო სიუჟეტები ფონდ „ქართუს“ მიერ კომპანია „სულაჟერში“ წილების შეძენისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან ვითომდა ფარული და საეჭვო გარიგებების თაობაზე. . . . არსებობს ძალზედ პერსპექტიული ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, რომლის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე თავართქილაძე. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულაჟერი“ მაღალეფექტურია როგორც საკუთრივ „კოვიდ-19-ის“, ისე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში. ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა, მასიურ წარმოებაში გაშვება და მომხმარებლამდე მიტანა. კორონაცების შტამმა „კრიტიკულმა მედიამ“ დაიწყო მორიგი ვირუსის გავრცელება და როგორც ამ შტამს ახასიათებს ფაქტობრივად მკურნალობას არ ექვემდებარება. ისინი ცდილობენ დააზიანონ ჯანსაღი ორგანიზმი და გაავრცელონ თავიანთი ვირუსული დაავადება, მაგრამ საბედნიეროდ ხალხი უკვე აცრილია მათს ფეიკებზე და შტამი „კრიტიკული მედიის ბოღმა“ აღარ მოქმედებს“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

 

Post navigation

Previous: დავით ქართველიშილი: მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებაში აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და შეიძლება ყოველივე ამაში იპოვო ხინჯი? შეიძლება – თუ შენ ხარ უსამშობლო და დესტრუქციული
Next: გია აბაშიძე: რაც მეტად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე დეზინფორმაციის ფრქვევას, მით უფრო მტკივნეულია საზოგადოების „ფოცხის ტარი“ ღალატის პარტიის მავნე პროპაგანდისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.